ბიოგრაფია




  ჟიული შარტავა   დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს პედაგოგების კალისტრატე და ნინო (ფენია) შარტავების ოჯახში. 
  ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის #2 საშუალო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. სკოლაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა სახის კონფერენციებში გამარჯვების 14 პირველი ხარისხის დიპლომი ჰქონდა. 
   სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. მისი ორგანიზატორული ნიჭის წყალობით მეორე კურსიდან ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნად აირჩიეს. იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი. სტუდენტთა რაზმი ორჯერ წაიყვანა ყამირზე. 24 წლისას რაზმში 600 კაცი ჰყავდა და მათში მხოლოდ ორიოდე თუ იქნებოდა მასზე უფროსი. იქიდან 6 გარდამავალი დროშა ჩამოიტანა.
  swavlis paralelurad muSaobda sanepidemsadgurSi muSad, Semdeg iyo Tbilisis qarxana “eleqtrogamSvebis” amwyobi.
   institutis damTavrebis Semdeg J. Sartavam swavla aspiranturaSi gaagrZela.  
   diplomis dacvisTanave iqorwina Tavissave Tanakaleselze lia jalaRoniaze, romelzec skolis merxidan me-8 klasidan iyo Seyvarebuli.


  1973 wlidan iyo saqarTvelos alkk centraluri komitetis meore mdivani, Semdeg pirveli mdivani. am Tanamdebobaze man 8 weli imuSava da araerTi novatoruli wamowyeba ganaxorciela. 
1. misi TaosnobiT Seiqmna SemoqmedebiTi axalgazrdobis respublikuri centri,
2. axalgazrda mecnierTa klubi.  
3. Senda komkavSiruli qalaqi boris ZnelaZis saxelobis. saqarTvelos ministrTa sabWom am mizniT gamoyo TeleTis saeqspozicio saxli da misi mimdebare 12 heqtari teritoria, auTvisebeli da xrioki mindvrebi. es proeqti sakavSiro komkavSiris premiiT dajildovda.    

  1980 wlidan J. Sartava saqarTvelos kompartiis centarluri komitetis propagandisa da agitaciis ganyofilebas Caudga saTaveSi. am periodSi misi TaosnobiT dawesda “xsovnis dRe”, romelic dResac aRiniSneba.
   TbilisSi daiwyo pioneruli qalaqis “mziuris” mSenebloba, romlis ideac ekuTvnoda qarTvel mwerals nodar dumbaZes.   

  1985 wlidan, eduard SevardnaZis ssrk-s sagareo saqmeTa ministrad gadasvlis Semdeg, kompartiis axalma liderma j. patiaSvilma J. Sartava q. rusTavSi gadaiyvana. xelisuflebam daiwyo gaumarTlebeli kampania Sartavas winaaRmdeg, gansakuTrebiT mas Semdeg, rodesac man kategoriuli uari Tqva soliko xabeiSvilis mxilebasa da mis sasamarTlo procesze mowmed gamosvlaze. masze qalaqis SesasvlelSi orjer moxda Tavdasxma.        

  1985 wlidan moRvaweoba rusTavSi: 
            1. qalaqSi wyali Seiyvana. 
           2. wamoiwyo sabavSvo qalaqis mSenebloba wamoiwyo. (rusTavSi sabavSvo rkinigzis mSenebloba ugegmo mSeneblobad CauTvales da kompartiis centraluri komitetis biuros gadawyvetilebiT Tanamdebobidan gaaTavisufles).
 3. rusTavis aRorZinebisa da ganviTarebis fondi.
4. Tbilis-rusTavis gasasvleli gzis gaWra.
 q. rusTavidan Jiuli saqarTvelos komunaluri meurneobis ministris moadgiled gadaiyvanes.  male ojaxi iZulebuli gaxda sacxovreblad moskovSi gadasuliyo.   iq diplomatiur akademiaSi Caabara.
      1989 wlis 9 aprilis tragediis Semdeg, 1990 wels Jiuli ojaxiT saqarTveloSi dabrunda, dauaxlovda erovnuli moZraobis warmomadgenlebs. magram  daiwyo misi komprometacia da male iZulebuli gaxda CamoSoreboda sazogadoebriv saqmianobas. 
      1990 wels muSaobda saqarTvelos saxalxo kontrolis komitetis Tavmjdomared, magram zewolis gamo datova es Tanamdeboba.  
      1992 wels disertacia daicva. Sartava ciliswamebis msxverpli xdeba. mis winaaRmdeg vrceldeba proklamacia: “Jiuli Sartava Camosulia TbilisSi da eweva did muSaobas, raTa Tavisi momxreebis saSualebiT miaRwios saqarTvelos kompartiis I mdivnis posts da kremls pirdeba saqarTvelos erovnuli moZraobis CaxSobas.”  
                         1992 wlis oqtomberSi igi airCies saqarTvelos parlamentis maJoritar deputatad qalaq rusTavidan. man xmaTa 90% miiRo.
      1993 wlis 18 ivliss igi iniSneba afxazeTis avtonomiuri respublikis ministrTa sabWosa da Tavdacvis sabWos Tavmjdomared. am Tanamdebobaze man Secvala Tamaz nadareiSvili, romelic avadmyofobis gamo TbilisSi iyo Camosuli. am droisaTVis ukve dadebuli iyo SeTanxmeba
            afxazeTs omis dros ar datova soxumi, bolomde icavda mas separatistebisagan  da 
      1993 wlis 27 seqtembers, soxumis dacemis dRes, Jiuli daxvrites. molaparakebis Semdeg misi cxedari qarTul mxares gadaeca. igi TbilisSi Camosvena misma megobarma bakur guluam. dakrZalulia TbilisSi, vakis sasaflaoze (panTeonSi) misi daxvrtis ambavi ojaxma ruseTis telearxebiT Seityo 1993 wlis 28 seqtembers. 

saxelmwifo jildoebi:
დიდგორის ორდენი
ვახტანგ გორგასლის
I ხარისხის დიპლომები

   I xarisxis ordeniT jildovedebian samSoblos winaSe gansakuTrebuli damsaxurebis, Tavdadebisa da TavganwirvisaTvis. am ordeniT jildovdebian saqarTvelos samxedro mosamsaxureebi, romlebmac samSoblos dacvisa da erTianobisaTvis brZolaSi gamoiCines gmiruli Tavdadeba, unariani xelmZRvanelobiT uzrunvelyves samxedro nawilebisa da qveganayofebis warmateba, SeimuSeves da ganaxorcielessabrZolo operaciebi. 

2004 wels mieniWa erovnuli gmiris wodeba.   
    
ilia II-m Sartava sikvdilis Semdeg wminda giorgis oqros ordeniT daajildova.

ჟიული შარტავა რუსთავში

   რუთავის პირველსავე დღეს მარტენის საამქროს მიაშურა. საწარმოებში ისეთ დროს მივიდოდა ხოლმე, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა. ერთხელაც ასე მოხდა. ჟიული „აზოტში“ ღამის 11 საათზე დაგვემშვიდობა და წავიდა. მე მორიგე ვიყავი, ქარხნის შემოვლა დავამთავრე და ცოტა წავთვლიმე. ღამის 3 საათზე არასაუწყებო დაცვის უფროსი მირეკავს: ბატონი ჟიულის მანქანა შემოვიდაო. იმ ღამით ქარხნის მემონტაჟეებს ძალიან საპასუხისგებო სამუშაო უნდა დაემთავრებინათ. ჟიული პირდაპირ ობიექტზე წასულიყო. გზაზე ძლივს დავეწიე. წარმოიდგინეთ, მისი მოსვლა რამხელა სტიმული იყო მუშებისთვის. გასაჭირში არავის მიატოვებდა, ავადმყოფ მუშებს საავადმყოფოებში აკითხავდა.
        დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხალხზე, ქალაქზე ზრუნავდა. სულ სამუშაოდ იყო შემართული. შენც ვერ გაჩერდებოდი, რომ მუშაობაში არ აჰყოლოდი. ვინც არ აჰყვებოდა, თავისით წავიდოდა, - ჟიულის არავინ „გაუფუჭებია“.
        ხალხმა შეიყვარა ჟიული და გაჰყვა მას. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის: რუსთავმა და რუსთაველებმა ჭრილობები მომიშუშესო. ის ძლიერი ზეწოლა, რომელსაც ჟიული განიცდიდა, მის საქმიანობას არ დასტყობია. ვიღაცებმა რუსთავის შესასვლელში ორჯერ ესროლეს მის მანქანას.

იალღუჯის წყალსაცავის გახსნა

ჟიული შარტავა საბავშვო რკინიგზის გახსნისას

რუსთავ-თბილისის გზის მონაკვეთის გაჭრა

       „დილის 7 საათზე უკვე ეზოებში დადიოდა, ამოწმებდა, სამდე ნაგავი ხომ არ ეყარა. ახალგაზრდობას ცუდი საქმის საკეთებლად რომ არ ევლო, ყველა უბანსა და ეზოს სპორტული მოედანი მოუწყო. ეს ხალხის მობილიზაციით გააკეთა, ყოველგვარი კაპიტალდაბანდების გარეშე.
        რუსთაველებს სითბო მოუტანა და ქალაქი შეაყვარა. სკვერები აღადგინა, იქაური „მუშტაიდი“ გააშენა და შიგ საბავშვო რკინიგზა გაიყვანა. ქალაქში შესასვლელი ახალი ქუჩა გაჭრა, მოედანიც გააკეთა. რუსთაველები მას ჟიულის სიცოცხლეშივე უწოდებდნენ შარტავას ქუჩასა და შარტავას მოედანს, აფხაზეთში დაღუპვის შემდეგ კი ოფიციაურად ეწოდა მისი სახელი.
        ჟიულის ჩამოსვლამდე რუსთავს წყალი არ ჰქონდა. ეს საკითხი გადაუჭრელ პრობლემად ითვლებოდა. მან კი ელემენტარულად გადაწყვიტა. მანძილი ხრამიდან ქალაქამდე წარმოება-ორგანიზაციებს დაუყო მონაკვეთებად და წყლის გაყვანა დაავალა. ხალხი სიხარულით, ზეიმით დადიოდა სამუშაოდ. ჟიულიც მუშაობდა ფიზიკურად. რეზინის ჩექმები ტალახში ამოესვრებოდა ხოლმე. მახსოვს ის საყოველთაო სიხარული, მიწაში წყლის მილების ჩაწყობას რომ ახლდა. რუსთაველებმა ჟიულის სიყვარულით ცისკარა სეარქვეს.
        ჩვევა ჰქონდა, მრავალშვილიან ოჯახებში პირადად დადიოდა, თან სათანადო სამსახურების უფროსები დაჰყავდა, რათა ტითოეულისათვის ადგილზე მიეცა შესაბამისი დავალებები.
        
        მე არ მესმის, რატომ უკვირთ დღევანდელი რბევა და კვლა? რატომ ამბობენ, თითქოს იგი ეროვნულ მოძრაობას მოეტანოს? ამას ხომ მანამდე ჩაეყარა საფუძველი. ჟიულის წამოწყებულ ყოველ საქმეს სდევნიდნენ და აფუჭებდნენ.
        როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მაშინდელმა პარტოკრატეებმა პოზიციები დათმეს დამიიმალნენ. ზვიად გამსახურდია ხშირად ჩამოდიოდა რუსთავში და მიტინგებს მართავდა, ქალაქის ძველ და ახალ ხელისუფლებას“ამუშავებდა“, მაგრამ ჟიული არასოდეს უხსენებია. ერთხელ რუსთაველებმა მას პროვოკაციული შეკითხვა დაუსვეს: შარტავაზე რას იტყვიტო? გამსახურდიამ, ჩვენდა გასაკვირად, მიუგო: ვიცი, რომ კეთილსინდისიერი და პატიოსანი კაცია, მაგრამ მაინც კომუნისტია.
        ჟიული მისმა საქმეებმა შემაყვარა, ის კი ამ საქმეებისთვის რუსთავიდან გამოაგდეს.
        1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით რუსთავში, მგონი, 9 კანდიდატი იყრიდა კენჭს. ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ ჟიულის მისცა ხმა. დეპუტატობის დროს ჟიულის უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რუსთავის კეთილდღეობისა და აღორძინების ცენტრი. ამ უკანასკნელმა რუსთავის ჰიმნი ჩაწერა. ცენტრის საშუალებით ერთმანეთს დაუკავშირა ძმები მაისურაძეების გამოგონება - ტივტივა ელექტროსადგური და რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანა.
        ბევრი ჩანაფიქრი და წამოწყება ჰქონდა ჟიულის, მაგრამ...
        ჟიული არარ არის. მე და ყველა მისი მეგობარი ამ ადამიანით ვამაყობთ. ჟიულიმ ძნელ და უბედურ დროს საქართველოს ისტორიაში თავის სამეგობროს ძეგლი დაუდგა. სადაც მივალ, ყველგან ვიამაყებ, რადგან ასეთი კაცური კაცის მეგობარი ვიყავი.“
        რუსთავში ჟიული შარტავასთან ერთობლივი მუშაობის მრავალ საყურადღებო მომენტზე მოგვითხრობს გურამ ქაშაკაშვილი:
       „ბატონი ჟიული 1973 წელს გავიცანი. ორივენი რესპუბლიკის აქტივის კრების მუშაობაში ვმონაწილეობდით. საქართველოს ახალი ხელმძღვანელი წლის შედეგებს აჯამებდა. მე გამოვდიოდი, როგორც მარტენის საამქროს უფროსი, ბატონი ჟიული ი - როგორც კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ახლადდანიშნული მდივანი. ძალიან კარგად დამამახსოვრდა მისი გამოსვლა. მან იმ დროისთვის უცხო პირდაპირობით მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკის კომკავშირული ორგანიზაციების უნიათო მუშაობა და წამოაყენა უკეთ და უფრო სწორად მოქმედების ახალი წინადადება. ზოგიერთმა პარტიულმა ხელმძღვანელმა ეს მწვავე შენიშვნები საწყენად მიიღო, თითქმის 12 წლის შემდეგ ცუდად „გაიხსენეს“ და სასჯელად მისი „გარუსთაველება“ მიიჩნიეს. საბედნიეროდ, ამ „სასჯელით“ არც ბატონ ჟიულის დაუკარგავს რამე და, მით უმეტეს, არც რუსთაველებს, რომლებმაც ამ კაცის სახით დიდი მეგობარი და გულშემატკივარი შეიძინეს. მართალია, რუსთავს ბევრი ცნობილი პარტიული ხელმძღვანელი ედგა სათავეში, რონელთაც ასახელეს ჩვენი ქალაქი, მაგრამ მათგან ბატონი ჟიული ბევრად განსხვავდებოდა სუფთა გულით, რაინდობით, ენთუზიაზმით, შემართებით. ამიტომაც გაჩნდა სულ მოკლე დროში ახლა უკვე ჟიული შარტავას სახელობის გამზირი, აგრეთვე, კულტურის და დასვენების დაწესებულებანი, სკვერები, წყალსადენი და ა.შ.
        რომ არა ბატონი ჟიული, წყალსადენის მშენებლობის დასრულებას, ვინ იცის,რამდნეი წელი დასჭირდებოდა, რადგანაც ძირითადი სახსრები ობიექტის მშენებლობითვის უკვე გაფლანგული იყო. ბატონ ჟიულის არ უცდია დაკარგული თანხების ძიება. მან პირდაპირ საქმე დაიწყო, კაცურად აიღო თავის თავზე მშენებლობის ხელმძღვანელობა, სამუშაოების დამთავრებაზე პასუხისმგებლობა ქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციაზე გადაანაწილა. მეტალურგებს შეხვდათ სამუშაოს ყველაზე დიდი ნაწილი. გაჩაღდა საქმე და ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ ჩქარა შეასრულებდა პირველი მდივნის დავალებას. მეტალურგებმა სხვებზე ადრე შევასრულეთ დაკისრებული მოვალეობა.
        სამართლიანი იყო, რომ ხალხმა ამ წყალსადენს მისი სახელი დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის შემდეგ მეორე ასეთივე წყალსადენი ავაშენეთ, მას დღემდე არავის სახელი არ ჰქვია.
        ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მაქვს გასახსენებელი ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდიდან. იგი იყო უაღრესად თავმდაბალი, გამოირჩეოდა კოლეგიალობით, ადამიანებთან ფაქიზი და გულისხმიერი დამოკიდებულებით. არც ერთ საკითხს არ წყვეტდა შეთანხმებისა და სხვისი აზრის გაზიარების გარეშე. არც იმას დაგიმალავთ, როცა მან საბავშვო რკინიგზის მშენებლობის იდეა შემომთავაზა, არ დავეთანხმე: ამ კოსმოსურ ხანაში რა დროს რკინიგზაა, თუ მაინცდამაინც ახალგაზრდებისთვის გვინდა, რაიმე თანამედროვე ავაშენოთ-მეთქი. - არა, - მითხრა მან, - ამის დროც მოვა, დღეს რუსთავში იმდენი ბავშვია, აუცილებელია ქალაქს ჰქონდეს საბავშვო რკინიგზა თავისი დასასვენებელი პარკით.
        რუსთავი ჟიული შარტავას მოღვაწეობის პერიოდში რესპუბლიკის მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრად იქცა. „ვიღაცას“ არც ეს მოეწონა და დაჩქარდა მისი წასვლა ჯერ რუსთავიდან, შემდეგ კი რესპუბლიკიდან. მას არც იქ დაუკარგავს მეობა. ერთ წელიწადში დაამთავრა ყოფილი საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემია, რუსთაველების მოთხოვნით პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. შემდეგ კი... შემდეგ საბედისწერო აფხაზეთი.
        კარგად მახსოვს ჟურნალისტთან მისი ათწუთიანი ინტერვიუ. მან თითქოს მთელ საქართველოს შეჰფიცა აფხაზეთისადმი ერთგულება და ხალხს შეჰპირდა, თუ ამას ვერ შეძლებდა, სიცოცხლესაც ადვილად დათმობდა.
        არასდროს დამავიწყდება მისი სატელეფონო საუბარი სოხუმიდან. როცა საბედისწერო წუთები დადგა , ჯერ მან და მერე ბატონმა ედუარდმა მთხოვეს, რომ სასწრაფოდ დავხმარებოდით მათ. მეტალურგებმა პირნათლად შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც აფხაზეთი და ვერც სოხუმი ვერ გადავარჩინეთ, ხოლო ბატონი ჟიულისთვის ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა. ჟიული პირად მტრებს არ მოუკლავთ. მას საქართველოს, ქართველი ხალხის მტრებმა მოუღეს ბოლო, იმ შენიღბულმა მტრებმა, რომლებიც დღესაც გვეფიცებიან აფხაზეთის საკითხის მოგვარებას, თანაც გვამადლიან, ჟიული შარტავას ნეშტი ხომ მოგეცითო.



ჟიული შარტავა - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი 1992 წელს.
რუსთავში საარჩევნო კამპანიის დასკვნითი აკორდი იყო ჟიული შარტავას ხელნაწერი ტექსტის გაგზავნა პრაქტიკულად ქალაქის ყველა ამომრჩევლისადმი, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა მათდამი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა:
ჩემო ძვირფასო რუსთაველო მეგობარო!
        უზარმაზარია ის თანადგომა, რომელსაც ვგრძნობდი თქვენგან - რუსთაველებისგან. ამ ქალაქში სულ რაღაც 17 თვის, მაგრამ ჩემთვის მთელი ეპოქის განმავლობაში ასეთი თანადგომა არ მომკლებია და ამას დღემდე ვგრძნობ.
        სათუთად ვინახავ იმ უამრავ წერილს, რომლებითაც რუსთაველებმა მე და ჩემს ოჯახს წარმოუდგენელი სითბო გვაჩუქეს, მძიმე წუთებში მხარი დაგვიჭირეს.
        ახლა, როდესაც ქალაქის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა დეპუტატობის კანდიდატად წამომაყენა, ვსარგებლობ შემთხვვეით და წერილით მინდა მოგმართოთ. რა თქმა უნდა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ყოველ ოჯახში პირადად მოვსულიყავი, ჩემი გრძნობები და მოსაზრებები გამომეხატა, მაგრამ მოგეხსენებათ, ამის გაკეთება რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა, მჯერა, დრო, ცხოვრება, საქმე უთუოდ შეგვახვედრებს ერთმანეთს.
        მწამს, ყოველივე ამას წინასაარჩევნო კეკლუცობად და პოპულიზმად არ ჩამითვლით. რა თქმა უნდა, რადგან დეპუტატად ვიყრი კენჭს, რაც ისევ და ისევ რუსთაველების მიერ ჩემ მიმართ გამოხატული კეთილი სურვილებისა და მხარდაჭერის, მათი ინიციატივის შედეგად მოხდა, ბუნებრივია, ჩემთვის სულ ერთი როდია, ამირჩევენ თუ არ ამირჩევენ დეპუტატად, მაგრამ არჩევნების შედეგების მიუხედავად, რუსთავი ჩემთვის არის და იქნება განსაკუთრებული სიყვარულის, განსაკუთრებული გრძნობების აღმძვრელი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც თავისი შემადგენლობითა და თვისებებით სრულიად საქართველოს თავისებური სახეა, ყველა კუთხის, ყველა მხარის შვილებს შორის ძმური, ჰარმონიული ურთიერთობის ერთ-ერთი თვალსაჩინო კერაა, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის მეგობრული დამოკიდებულების, ურთიერთგაგების მაგალითია, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ნიმუშია.
        რაც შეეხება პრობლემებს, პრობლემები რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან ბევრია, პირველ რიგში, სოციალურ, მატერიალურ, სულიერ სფეროებში. ამასთან, ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს თავისი სიძნელეები, საწუხარი, ტკივილები აქვს და, რა თქმა უნდა, ყველას ისეთი დეპუტატი სურს, რომელიც ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება ქალაქს, მის ყოველ მცხოვრებს. რომ დაგპირდეთ, ყველა საკითხს გადავწყვეტთმეთქი, არ იქნება სერიოზული დაპირება და არც თქვენ მომიწონებთ ამას. ერთ რამეს კი გპირდებით: ცდას, მოწადინებას არ დავაკლებ, რომ შეიქმნას ისეთი სტრუქტურები, მართვის ისეთი მექანიზმები, ცალკეული მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას ეფექტიანად და ენერგიულად რომ შეუწყობს ხელს. შევეცადე ზოგიერთი მოსაზრება ამ კუთხით ნაწილობრივ მაინც ჩამომეყალიბებინა წინასაარჩევნო პროგრამაში, რომლის თეზისებიც გამოქვეყნდა. სიამოვნებითა და მადლიერებით მივიღებ ყველა თქვენს სურვილს, კონკრეტულ წინადადებას, კონსტრუქციულ რჩევას და გავითვალისწინებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. სიძნელეების დაძლევისას, როგორც ყოველთვის, თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი მაქვს.
        ერთ-ერთ უპირველეს ბერკეტად მესახება თანამშრომლობა ყველასთან, განურჩევლად პარტიულობისა და მსოფლმხედველობისა, რელიგიური მრწამსისა, ეროვნებისა, სქესისა, ასაკისა, პროფესიისა, სოციალური მდგომარეობისა, ჩემდამი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა, რადგანაც მთავარი გამაერთიანებელი არის და უნდა იყოს რუსთავი და რუსთაველთა ინტერესები, სრულიად საქართველოს ინტერესები!!!
        კვლავ ვიხელმძღვანელებ ათასწლეულებში გამოვლილი პრინციპებით: გაუკეთე სხვას ის, რისი გაკეთებაც თვით გესიამოვნებოდა მისგან!
        ასეთი განწყობილებით ვწერ ამ წერილს. ასეთი განწყობილებით შემოვა თქვენთან, თქვენს ოჯახში ეს ბარათი...
        ბედნიერი, ხალისიანი და მომღიმარი ყოფილიყავით მუდამ!



ჟიული შარტავა

2 ოქტომბერი, 1992 წელი.

        ეს მიმართვა საარჩევნო შტაბის წევრების, ჟიული შარტავას მრავალრიცხოვან მხარდამჭერთა ძალებით რუსთაველთა თითქმის ყველა ოჯახმა მიიღო, რასაც უდუდესი მნიშვნელობა ჰქონდა საბოლოო წარმატების მისაღწევად. ვიდეოფირმა შემოგვინახა საარჩევნო კამპანიის ამსახველი მრავალი შტამბეჭდავი და საყურადღებო ეპიზოდი, რომელთა გარკვეული ნაწილი ბევრჯერ გამოიყენეს ჟიული შარტავას გმირული სიკვდილის შემდეგ მისდამი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემებში.


ჟიული შარტავა აფხაზეთში

ჟიული შარტავა აფხაზეთში
     სოხუმის დაცემა:
   აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,1993 წლის ივნისში,რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირის მოქნე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართლ მხარეს გადაეცა.

   16 სექტემბერს,გამთენიისას,რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება „მითი“,თიტქოსდა სოხუმი ისეა გამაგრებული,რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება.
  
1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე,მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება და ამბობს,რომ მის თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე,რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნისმიწურულსგმირობისმაგალითიკიდევერთხელჩაწერასქართველოსისტორიაში.

მზაკვრული ზავი
აკაკი გასვიანი: „ქართულმა მხარემ კარგად იცოდა,რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნოდბა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით,თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები..ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.
   მდგომარეობა გართულდა. ზედიდეზ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს,დილის 9 საათზე,მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: „მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით“.  ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 „ავღანელი“ მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო,გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ უშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა.
   დაბომბვა კვლავ განახლდა. გუისთაზე ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინათ თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას,უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით- სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ,მაგრამ ურიცხვ მტერთან  გამკლავება გაჭრდა.  სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა. “

იერიში მთავრობის სახლზე
  
  „დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ომოც წუთს გაგრძელდა.
  დღის პირველ საათზე,როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა,კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.

“გავდივართ!”

...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება).

როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!”

აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე.

  ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ “ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს.

  მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!).

  ბოლო “ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს.

  ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა...

  ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო...


  უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ!

“შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...”

  “უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. 

  აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა!

  აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი. 

  ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ?

  საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”.

  პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან.

შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა?

აკაკი გასვიანი: “შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან). 

12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს). 

26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა”. 
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

  ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“

საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”.



27 სექტემბერს საქართველომ აფხაზეთი დაკარგა
 


მოგონებები შარტავაზე


მეუღლე ლია შარტავა-ჯალაღონია:  თავდაპირველად, როცა მისი სოხუმში სამუშაოდ გადასვლა გადაწყდა და შინ მოვიდა, ბუნებრივია, აფორიაქებული შევხვდი ამ ამბავს, თუმცა მისთვის არაფერი მითქვამს. აღელვება შემატყო და მითხრა: "სოხუმში წაუსვლელობა არ შეიძლება. ჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე."
ბევრი უსიამოვო ზარი მახსოვს, მაგრამ 16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ვეღარ ამოვშლი მეხსიერებიდან. ყურმილი ავიღე, ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. სოხუმიდან რეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი, ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა, და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთში." წასვლისას კარებთან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: "ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა ღირსეულად მიტირეთ." გაცილება არ უყვარდა აივნიდან გადავხედე, მე უკვე ვტიროდი. ჟიულიმ ამოიხედა, შევატყვე რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ხელი დამიქნია და წავიდა. სულ მეკითხებიან: რატომ წავიდა ჟიული სოხუმში? ამ კითხვას ჟიულის სიტყვებით გავცემდი პასუხს: "რაცა ვარ, ესა ვარ: დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე _ რაიმე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს"...

arian adamianebi, romelTa zogierTi Tviseba nacnobi xdeba mxolod maTi sikvdilis Semdeg. albaT, mec maT ricxs mivekuTvnebi.


ბედნიერიწლები

  ქალბატონი ცისანა (ჟიული შარტავას და): გული მტკივა, რომ ჟიული ვერ მოესწრო ბაბუობის სიხარულს. ერთხელ, გვერდზე გამიხმო და მითხრა: კახას შენი სჯერა და ხშირად ელაპარაკე, დროზე დაქორწინდესო. მერე, ღიმილით დაემუქრა შვილებს: თუ ცოლებს დროულად არ შეირთავთ, შვილიშვილებს ავიყვანო. სოხუმში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი თვის შემდეგ, გაჩნდა მისი სეხნია – ჟიული შარტავა, უფროსი შვილის შვილი. ახლა, ის ოთხი შვილიშვილის ბაბუაა. ჟიული 1944 წელს, სენაკში დაიბადა. ორი წლის შემდეგ კი, მე გავჩნდი. სახელი თვითონ დამარქვა – ცისანა და ეს ძალიან მეამაყებოდა. ოთხი წლის შემდეგ, სოსო შემოგვემატა. ჟიულის და სოსოს განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ. სოსოს ჟიულისადმი მოწიწება ყოველთვის იგრძნობოდა. ზოგჯერ, რაღაცის გამო აჯაჯღანებული სოსო ჟიულის გამოჩენაზე მორჩილი და თვინიერი ხდებოდა, სანთელივით დნებოდა მისი სიყვარულით. ახლა ვხვდებით, თუ როგორი განებივრებული ვიყავი ჟიულის მზრუნველობით. ბაღში რომ წავიდოდით, ჯერ შემათვალიერებდა, როგორ გამოვიყურებოდი, მომაწესრიგებდა, მერე, ხელს ჩამკიდებდა და ჩემი ჯგუფის ოთახამდე მიმაცილებდა, თვითონ კი, თავის ჯგუფისკენ გაიქცეოდა. ასეთი იყო ყოველი დღე და მერეც, სკოლის პერიოდში. მშობლებს ჩემთან დაკავშირებით ბევრი საზრუნავი მთლიანად მოხსნილი ჰქონდათ. ძალიან მოსიყვარულე და სათუთი გული ჰქონდა. თუმცა, მოფერება და თბილი სიტყვების თქმა არ ეხერხებოდა, მორცხვობდა. თუ გულს მატკენდა, მაშინ ყირაზე დგებოდა, არ მომეშვებოდა, სანამ წყენა არ გამიქრებოდა. ამქვეყნად არავისი ისე არ მერიდებოდა, როგორც მისი. პირველი სექტემბრისთვის სასკოლო რვეულებს თვითონ გვიმზადებდა და გარეკანსაც თავისი ლამაზი კალიგრაფიით გვიფორმებდა. მახსოვს, კარგა ხანს არ გვქონდა პიანინო და მუსიკის გაკვეთილებს მაგიდაზე, თითების კაკუნით წავიმეცადინებდი ხოლმე. ერთხელაც, ჟიულიმ მაგიდაზე გრაგნილი გამიშალა. ტუშით დახატული კლავიატურა ისე ჰგავდა ნამდვილს, ხელი რომ შევახე, მეგონა, ახმიანდებოდა. ერთხელ, ჩემი საახალწლო, საზეიმო კაბა ძალიან ღარიბული ეჩვენა და თვითონ მომიხატა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. სახლის ქვედა სართულზე ფიცრებისგან თავისი ხელით გააკეთა ბნელი ჯიხური. ბეჭდვისთვის საჭირო საკმაოდ რთული მოწყობილობაც თვითონვე დაამზადა. კარგად ერკვეოდა ელექტრობაში, სადურგლო საქმეებში. თამაშობდა ჭადრაკს და ხშირად, მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ბრწყინვალედ ხატავდა, ძერწავდა. სხვებსაც კი ამზადებდა ქანდაკებაში. მეშვიდე კლასში იყო, როცა მის ცხოვრებაში ლია შემოვიდა. მათი ურთიერთობა უზადო და განსაკუთრებული იყო. მე და სოსომ კი, იმ დღიდან, როცა გავიგეთ, ლია ჩვენი ძმის რჩეული იყო, გულში, მეოთხე წევრად მივიჩნიეთ და ჩუმ-ჩუმად თავს ვევლებოდით. ჟიულიმ სენაკის მეორე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ძალიან უყვარდა ლადო ასათიანის ლექსები. მისი სიტყვებით თითქოს თავის სათქმელსაც ამბობდა:
„ჩვენ შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს...“

ამონარიდები ჟიული შარტავას გამონათქვამებიდან:

  “sul sxva gza mqonda arCeuli, vfiqrobdi specialobaSi Cems sityvas vityodi, sinamdvileSi ki xSirad bevri iseTi ramis mtkiceba mixdeba, romelic Cems Sinagan mrwamss ewinaaRmdegeba. gana advili asatania mdeni jijRini, Cxxubi da kamaTi Cemi mxridan. ra gamiZlebs me ase didxans, miTu,etes, Tu cxovreba siberemde damcalda.”
  
  “bolomdde vibrZolebT, vidre SegviZlia da Tu sikvdili gviweria, arc es unda iyos didi tragedia. iseTi biWebi ixocebian, Znelia amis Semyurem sicocxleze ifiqro. ras izam, bediswras ver gaeqcevi.”


სულ სხვა გზა მქონდა არჩეული, ვფიქრობდი, სპეციალობაში ჩემს სიტყვას ვიტყოდი, სინამდვილეში კი ხშირად ბევრი ისეთი რამის მტკიცება მიხდება, რომელიც ჩემს შინაგან მრწამსს ეწინააღმდეგება. განა ადვილი ასატანია ამდენი ჯიჯღინი, ჩხუბი და კამათი ჩემი მხრიდან, რა გამიძლებს მე ასე დიდხანს, მითუმეტეს, თუ ცხოვრება სიბერემდე დამცალდა".