მოგონებები შარტავაზე


მეუღლე ლია შარტავა-ჯალაღონია:  თავდაპირველად, როცა მისი სოხუმში სამუშაოდ გადასვლა გადაწყდა და შინ მოვიდა, ბუნებრივია, აფორიაქებული შევხვდი ამ ამბავს, თუმცა მისთვის არაფერი მითქვამს. აღელვება შემატყო და მითხრა: "სოხუმში წაუსვლელობა არ შეიძლება. ჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე."
ბევრი უსიამოვო ზარი მახსოვს, მაგრამ 16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ვეღარ ამოვშლი მეხსიერებიდან. ყურმილი ავიღე, ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. სოხუმიდან რეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი, ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა, და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთში." წასვლისას კარებთან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: "ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა ღირსეულად მიტირეთ." გაცილება არ უყვარდა აივნიდან გადავხედე, მე უკვე ვტიროდი. ჟიულიმ ამოიხედა, შევატყვე რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ხელი დამიქნია და წავიდა. სულ მეკითხებიან: რატომ წავიდა ჟიული სოხუმში? ამ კითხვას ჟიულის სიტყვებით გავცემდი პასუხს: "რაცა ვარ, ესა ვარ: დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე _ რაიმე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს"...

arian adamianebi, romelTa zogierTi Tviseba nacnobi xdeba mxolod maTi sikvdilis Semdeg. albaT, mec maT ricxs mivekuTvnebi.


ბედნიერიწლები

  ქალბატონი ცისანა (ჟიული შარტავას და): გული მტკივა, რომ ჟიული ვერ მოესწრო ბაბუობის სიხარულს. ერთხელ, გვერდზე გამიხმო და მითხრა: კახას შენი სჯერა და ხშირად ელაპარაკე, დროზე დაქორწინდესო. მერე, ღიმილით დაემუქრა შვილებს: თუ ცოლებს დროულად არ შეირთავთ, შვილიშვილებს ავიყვანო. სოხუმში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი თვის შემდეგ, გაჩნდა მისი სეხნია – ჟიული შარტავა, უფროსი შვილის შვილი. ახლა, ის ოთხი შვილიშვილის ბაბუაა. ჟიული 1944 წელს, სენაკში დაიბადა. ორი წლის შემდეგ კი, მე გავჩნდი. სახელი თვითონ დამარქვა – ცისანა და ეს ძალიან მეამაყებოდა. ოთხი წლის შემდეგ, სოსო შემოგვემატა. ჟიულის და სოსოს განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ. სოსოს ჟიულისადმი მოწიწება ყოველთვის იგრძნობოდა. ზოგჯერ, რაღაცის გამო აჯაჯღანებული სოსო ჟიულის გამოჩენაზე მორჩილი და თვინიერი ხდებოდა, სანთელივით დნებოდა მისი სიყვარულით. ახლა ვხვდებით, თუ როგორი განებივრებული ვიყავი ჟიულის მზრუნველობით. ბაღში რომ წავიდოდით, ჯერ შემათვალიერებდა, როგორ გამოვიყურებოდი, მომაწესრიგებდა, მერე, ხელს ჩამკიდებდა და ჩემი ჯგუფის ოთახამდე მიმაცილებდა, თვითონ კი, თავის ჯგუფისკენ გაიქცეოდა. ასეთი იყო ყოველი დღე და მერეც, სკოლის პერიოდში. მშობლებს ჩემთან დაკავშირებით ბევრი საზრუნავი მთლიანად მოხსნილი ჰქონდათ. ძალიან მოსიყვარულე და სათუთი გული ჰქონდა. თუმცა, მოფერება და თბილი სიტყვების თქმა არ ეხერხებოდა, მორცხვობდა. თუ გულს მატკენდა, მაშინ ყირაზე დგებოდა, არ მომეშვებოდა, სანამ წყენა არ გამიქრებოდა. ამქვეყნად არავისი ისე არ მერიდებოდა, როგორც მისი. პირველი სექტემბრისთვის სასკოლო რვეულებს თვითონ გვიმზადებდა და გარეკანსაც თავისი ლამაზი კალიგრაფიით გვიფორმებდა. მახსოვს, კარგა ხანს არ გვქონდა პიანინო და მუსიკის გაკვეთილებს მაგიდაზე, თითების კაკუნით წავიმეცადინებდი ხოლმე. ერთხელაც, ჟიულიმ მაგიდაზე გრაგნილი გამიშალა. ტუშით დახატული კლავიატურა ისე ჰგავდა ნამდვილს, ხელი რომ შევახე, მეგონა, ახმიანდებოდა. ერთხელ, ჩემი საახალწლო, საზეიმო კაბა ძალიან ღარიბული ეჩვენა და თვითონ მომიხატა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. სახლის ქვედა სართულზე ფიცრებისგან თავისი ხელით გააკეთა ბნელი ჯიხური. ბეჭდვისთვის საჭირო საკმაოდ რთული მოწყობილობაც თვითონვე დაამზადა. კარგად ერკვეოდა ელექტრობაში, სადურგლო საქმეებში. თამაშობდა ჭადრაკს და ხშირად, მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ბრწყინვალედ ხატავდა, ძერწავდა. სხვებსაც კი ამზადებდა ქანდაკებაში. მეშვიდე კლასში იყო, როცა მის ცხოვრებაში ლია შემოვიდა. მათი ურთიერთობა უზადო და განსაკუთრებული იყო. მე და სოსომ კი, იმ დღიდან, როცა გავიგეთ, ლია ჩვენი ძმის რჩეული იყო, გულში, მეოთხე წევრად მივიჩნიეთ და ჩუმ-ჩუმად თავს ვევლებოდით. ჟიულიმ სენაკის მეორე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ძალიან უყვარდა ლადო ასათიანის ლექსები. მისი სიტყვებით თითქოს თავის სათქმელსაც ამბობდა:
„ჩვენ შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს...“

ამონარიდები ჟიული შარტავას გამონათქვამებიდან:

  “sul sxva gza mqonda arCeuli, vfiqrobdi specialobaSi Cems sityvas vityodi, sinamdvileSi ki xSirad bevri iseTi ramis mtkiceba mixdeba, romelic Cems Sinagan mrwamss ewinaaRmdegeba. gana advili asatania mdeni jijRini, Cxxubi da kamaTi Cemi mxridan. ra gamiZlebs me ase didxans, miTu,etes, Tu cxovreba siberemde damcalda.”
  
  “bolomdde vibrZolebT, vidre SegviZlia da Tu sikvdili gviweria, arc es unda iyos didi tragedia. iseTi biWebi ixocebian, Znelia amis Semyurem sicocxleze ifiqro. ras izam, bediswras ver gaeqcevi.”


სულ სხვა გზა მქონდა არჩეული, ვფიქრობდი, სპეციალობაში ჩემს სიტყვას ვიტყოდი, სინამდვილეში კი ხშირად ბევრი ისეთი რამის მტკიცება მიხდება, რომელიც ჩემს შინაგან მრწამსს ეწინააღმდეგება. განა ადვილი ასატანია ამდენი ჯიჯღინი, ჩხუბი და კამათი ჩემი მხრიდან, რა გამიძლებს მე ასე დიდხანს, მითუმეტეს, თუ ცხოვრება სიბერემდე დამცალდა".


0 კომენტარი:

Post a Comment